ორშაბათი, 2024-05-06, 4:34 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 34
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 16 » lady gaga
8:16 PM
lady gaga
ლედი გაგა (ინგლ. Lady Gaga) (ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა, დ. 1986 წლის 28 მარტს) — ამერიკელი შემსრულებელი. მისი კარიერა დაიწყო ნიუ იორკის როკ-ანდერგრაუნდში. ლეიბლთან Streamline Records კონტრაქტით (2007 წელს) დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა დიდ სცენაზე. თავდაპირველად იგი წერდა სიმღერებს სხვა შემსრულებლებისათვის, მაგრამ რეპერ ეიკონის ძალისხმევით და ინიციატივით, ლედი გაგა გადავიდა მის ლეიბლზე Kon Live Distribution. 

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა... 
სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory", ანსამბლში - „Regis Jazz Band" მღეროდა. 
2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich", „Dirty Ice Cream", „Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „ლედი გაგა" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან „Radio Ga Ga"). 
პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ლედი გაგა-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie", „Pussycat Dolls", ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block". 
სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა. 
2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და „Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია 



დისკოგრაფია 
The Fame (2008) 
The Fame Monster (2009) 
Born This Way (2011) 

საკონცერტო ტურები 
The Fame Ball Tour (2009) 
The Monster Ball Tour (2009–2011) 

ლედი გაგას ჯილდოები და ნომინაციები 
ლედი გაგა არის ამერიკელი მომღერალი. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი The Fame გამოვიდა 2008 წლის აგვისტოში ლეიბლ Interscope Records-ზე. ალბომი შეიცავს რამოდენიმე სინგლს, მათ შორის, "Just Dance", რომელიც ნომინირებული იყო გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისთვის 2009 წელს. შემდეგი სინგლი "Poker Face" რომელიც მოხვდა მსოფლიოს ყველა ჩარტში და ნომინირებული იყო რამდენიმეჯერ გრემის დაჯილდოებაზე, მათ შორის წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და მომგებიანი საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი 2010 წელს. ალბომ The Fame-ს თავად აქვს მიღებული რამდენიმე ჯილდო და ნომინაციები. ალბომი წარდგენილი იყო წლის ალბომის ნომინაციაში და გაიმარჯვა საუკეთესო ელექტრონული / საცეკვავო ალბომის ნომინაციაში. გაგამ ასევე სინგლებზე გადაიღო მუსიკალური კილიპები და წარდგენილი იყო გრემის სხვადასხვა ნომინაციებში. 
2011 წლის 13 თებერვალს, ლედი გაგას სინგლმა "Bad Romance" ალბომიდან The Fame Monster, მიიღო ორი გრემის ჯილდო - ერთი ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ვიდეოსთვის. გარდა ამისა, მისი სინგლი "Telephone" ნომინირებული იყო გრემის საუკეთესო პოპ თანამშრომლობა ვოკალში. გაგას პრომო სინგლმა "Dance in the Dark" ასევე მიიღო ნომინაცია, კგატეორიაში საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი. ალბომი The Fame Monster იყო ნომინირებული გრემიზე წლის ალბომის ნომინაციაში და მიიღო ჯილდო საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის ნომინაციაში. 

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება 

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი 
2009 Lady Gaga წლის მომღერალი ნომინირებული 
Breakthrough Artist Award ნომინირებული 
საყვარელი პოპ/როკ ქალი მომღერალი ნომინირებული 
The Fame საყვარელი პოპ/როკ ალბომი ნომინირებული 
2010 Lady Gaga წლის მომღერალი ნომინირებული 
საყვარელი პოპ/როკ ქალი მომღერალი გამარჯვებული 

ARIA-ს მუსიკალური დაჯილდოება 
ARIA-ს მუსიკალური დაჯილდოება ყოველწლიური ავსტრალიური დაჯილდოება. 
წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი 
2010 Lady Gaga ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მომღერალი ნომინირებული
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 850 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz