ხუთშაბათი, 2024-05-09, 2:52 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 34
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 3 » Miley Cyrus News
3:14 PM
Miley Cyrus News
*მაილის ახალი სურათი დაჯილდოებიდან VMA 2011


*მაილის ნეშვილში ბიძამისის, მაიკ საირუსის ქორწილს დაესწრო, ნახეთ სურათები

*ინტერნეტ ვარსკვლავი დეივ დეისი მაილიზე საუბრობს
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ გადარეული ბიჭი ვიდეოებიდან, რომელიც მაილის კარდონის ფიგურაზე იყო "შეყვარებული" და სასაცილო სიმღერებს თხზავდა?

ალბათ ისიც კარგად გახსოვთ, რომ დეივ დეისმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, მაილის შეხვდა და კლიპშიც კი გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ დეივი ინტერნეტ სივრცეს არ სცდება, მას მაინც მილიონობით მაყურებელი ჰყავს, მასზე ბევრი გოგოა შეყვარებული და უზომოდ პოპულარულია

ცოტა ხნის წინ დეივმა მაილი გაიხსენა :
"მე უმეტესად მუსიკალურ ვიდეოებს ვპოსტავ, რომელიც კომედიურია და სახალისო, ყველაზე მეტად მაილის ვიდეოებია პოპულარული, სადაც მისი კარდონის ფიგურა ბევრ უხერხულ სიტუაციაში ვარდება.. სხვათა შორის ყველაზე პოპულარული ვიდეო, მაინც ნამდვილი მაილის მონაწილეობით გამოვიდა.
ეს ნამდვილად სიგიჟე იყო, არა რეალური. ზოგი მაყურებელი იმედგაცრულებულიც კი დარჩა, რომ კლიპში მაილი დაინახეს და არა კარდონი :d "

*ბილი რეი საირუსი
მოკლედ რომ ვთქვათ ყველა იმას გაიძახის, რომ მაილი მამამისმა "გაქაჩა", მამიკოს წარმატება და ასე შემდეგ.. მაგრამ სინამდვილეში არც არავინ არ იცის რას წარმოადგენდა ბილი რეი საირუსი, ამ სტატიას სწორედ იმიტომ ვწერ, რომ გაგაგებინოთ. ბილი რეი საირუსს მაილის წარმატების ნახევარიც არ უნახავს, და საკითხავი ისაა, მაილის იცნობენ ცნობილი მამის გამო, თუ პირიქით. თუმცა მიიჩნევა, რომ ის ერთ-ერთი იყო ვინც ქანთრის სტილის მუსიკა წინ წასწია.

მისი სრული სახელი უილიამ რეი საირუსია. იგი 1961 წლის 25 აგვისტოს დაიბადა და ამჟამად 50 წლისაა. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა "Achy Breaky Heart". ესაა სიმღერა, რომელმაც ბილის მთავარი წარმატება მოუტანა. იგი სამჯერ გახდა პლატინიუმის ჯილდოს მფლობელი ავსტრალიაში, ამავე ქვეყანაში 1992 წელს ეს სიმღერა ჩარტებში პირველ ადგილზე იყო. სიმღერის კლიპი კი მთელ მსოფლიოში საოცრაც სწრაფად გავრცელდა. მისი შემდეგი ალბომი Some Gave All ცხრაჯერ გახდა მულტი-პლატინის მფლობელი. ეს ალბომი ისტორიაში შევიდა, როგორც ბილბორდის ყველაზე წარმადებული CD, რადგან იგი ჩარტში პირველ ადგილზე, ყველაზე დიდხანს 17 კვირის განმავლობაში გაჩერდა. ამ ალბომის 20 მილიონზე მეტი კოპია გაიყიდა და ამიტომ გახდა ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომი სოლო შემსრულებლებს შორის. სამწუხაროდ ეს მისთვის მოკლე წარმატება 4-5 წლიანი წარმატება იყო და ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს საირუსის კარიერა უკან წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ალბომი გამოუშვა 2000. 2003, 2006, 2007, 2009, 2011 წლებში, ისინი ცუდად იყიდება.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული 35ზე მეტ ფილმსა თუ შოუში, ტუმცა ყველაზე ცუდი მსახიობის ჯილდოც აქვს აღებული სერიალისთვის ჰანა მონტანა.
მას სულ მიღებული აქვს 69 ნომინაცია, აქედან კი 41 ჯილდო მოიგო და უმეტესობა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, უმეტესად სიმღერისთვის "Achy Breaky Heart". მიუხედავად იმისა, რომ ბილი რეი საირუსი ერთ დროს დიდების მწვერვალზე იყო, ახლა მისი ალბომები მხოლოდ იმიტომ იყიდება, რომ ის მაილის მამაა და ჰანა მონტანაში მონწილეობდა 

ეს კი კლიპი Achy Breaky Heart, რომელიც 1993 წელს გამოვიდა, ვიდეოში ტიშ საირუსსაც ნახავთ :) 



კატეგორია: news | ნანახია: 989 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz