ორშაბათი, 2024-05-06, 7:00 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 34
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10 » miley cyrusis biografia<3
6:31 PM
miley cyrusis biografia<3
ყველაფერი მაილი საირუსზე

ნამდვილი სახელი: დესტინი ჰოუფ საირუსი (Destiny Hope Cyrus) 
დაბადების თარიღი: ნოემბერი 23, 1992
დაბადების ადგილი: ნეშვილი, ტენესი
პროფესია: მომღერალი,მსახიობი,ავტორი,დიზაინერი,კომპოზიტორი,მოცეკვავე
მეწარმე,მუსიკოსი
სიმაღლე: 1.64


ყველაფერი მაილი საირუსზე

ცხოვრების ადრეული წლები

მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი.ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.
თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.

ყველაფერი მაილი საირუსზე

ყველაფერი მაილი საირუსზე

ყველაფერი მაილი საირუსზე


კარიერა

მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. .ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.
2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".
მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.
ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე"..ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.
2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.
მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go.ასევე ამავე წლის 3 აგვისტოს ამოუშვა ტანსაცმლის ხაზი, ცნობილ დიზაინერ Max Azria-სთან ერთად. 2010 წლის პირველ იანვარს კი დაარსა მოშიმშილე ბავშვების დახმარების ფონდი Get Ur Good On.

ყველაფერი მაილი საირუსზე

ყველაფერი მაილი საირუსზე

ყველაფერი მაილი საირუსზე


მედია

ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს,შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი , ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი. 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.,ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარ ქალ მომღერლებში კი მე-19.
Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად მომღერლად.
2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე. 
ჯურნალმა Coed–მა შეადგინა 2011 წელს სია 50 ყველაზე მოთხოვნადი სელებრითი ქალბატონი ინტერნეტში და ამ სიაში მაილიმ მე–8 ადგილი დაიკავა.

ყველაფერი მაილი საირუსზე


ფილმოგრაფია

Doc (3 episodes, 2001-2003)
Big Fish (2003) - Ruthie
The Suite Life of Zack and Cody ( season 2,20 episodes, 2006)- Miley Stewart/Hannah Montana
The Replacements ((2 episodes, 2007)- Celebrity star
High School Musical 2(2007) Girl at pool
The Emperor's New School (2 episodes, 2007) -Yata
Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert (2008)-Herself
Bolt (2008)- Penny
Super Rhino (2009) -Penny
The Suite Life on Deck (Season 1, Episode 21,2009)
Hannah Montana: The Movie (2009) - Hannah Montanna / Miley Stewart
The Last Song (2010) - Veronica "Ronnie" Miller
Hannah Montana (2006-2010,90 episodes) - Hannah montana/Miley Stewart
Sex and City 2 (2010) - herself - Miley Cyrus
LOL: Laughing Out Loud (2011) - Lola
Justin Bieber: Never Say Never (2011)–Herself
So Undercover (2011)–Molly
Saturday Night Live(2011)-Herself


ყველაფერი მაილი საირუსზე

ყველაფერი მაილი საირუსზე

ყველაფერი მაილი საირუსზე


ტურები

Best of Both Worlds Tour (2007–08)
Wonder World Tour (2009)
Gypsy Heart Tour (2011)


მუსიკალური ვიდეოები

2007

"Start All Over"
"7 Things"


2008

"Fly on the Wall"
"I Thought I Lost You" (ჯონ ტრავოლტა ,მაილი საირუსი)


2009

"The Climb"
"Send It On"(სელენა გომეზი,მაილი საირუსი, დემი ლოვატო , ძმები ჯონასები)
"Party in the U.S.A"


2010

"When I Look at You"
"We Are the World 25 for Haiti"
"Everybody Hurts" 
"Can't Be Tamed" 
"Who Owns My Heart"


ყველაფერი მაილი საირუსზე


სასიყვარულო ურთიერთობები

NICK JONAS 2006-2008

ყველაფერი მაილი საირუსზე


JUSTIN GASTON 2008-2009

ყველაფერი მაილი საირუსზე


ისევ NICK JONAS -2009

ყველაფერი მაილი საირუსზე


LIAM HEMSWORTH 2009-2010

ყველაფერი მაილი საირუსზე



სტილი

აქსესუარები

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე


სამკაულები

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე


ჩანთები

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე


სათვალეები

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე


ქუდები

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე


ფეხსაცმელები

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე


ტანსაცმელი

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე


თმის სტილი

ყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზეყველაფერი მაილი საირუსზე
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1118 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz