ორშაბათი, 2024-05-13, 1:00 AM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

რა გინდათ რომ უფრო ხშირათ დავდოთ???
სულ პასუხი: 42
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » ფეისბუკს გაუქმება ემუქრება?
8:01 PM
ფეისბუკს გაუქმება ემუქრება?
სულ ცოტა ხნის წინ, როგორც სხვადასხვა ვებ-საიტმა, ისე ქართულმა ტელე-არხებმა გააშუქეს 
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2012 წლის 15 მარტის შემდეგ ფეისბუკი აღარ იარსებებს. დაახლოებით 
2 თვის წინ "Weekly World News (WWN)"-ს რეპორტიორმა, ჯ.ბ სმიტმა განაცხადა, რომ 15 მარტს ფეისბუკი 
დაიხურებოდა, რადგან მარკ ცუკერბერგს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება სურდა. ამ ინფორმაციამ 
მსოფლიო სკანდალი გამოიწვია და ფეისბუკის უკლებლივ ყველა მომხმარებელი ძალზე ააღელვა.

ფეისბუკის ერთ-ერთმა მფლობელმა, შერილ სენდბერგმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ფეისბუკი არ აპირებს დახურვას. არც ახლა, არც 
არასდროს. ჩვენ ახლა მხოლოდ ვიწყებთ".

ფეისბუკს გაუქმება ემუქრება?

დევიდ ებერსმენი, "ფეისბუკის" ფინანსური დირექტორი აცხადებს: "ბევრ ადამიანს ჰგონია,
რომ ჩვენი კომპანია იხურება ან მთავრობა აღარ გვრთავს უფლებას, რომ "ფეისბუკი"
იყოს საერთაშორისო ქსელი. ყველა ეს ჭორი სიცრუეა. 15 მარტის შემდეგ, ჩვენ ვაპირებთ 
ვიყოთ იმაზე ძლიერები ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ "ფეისბუკის" ისტორიაში.
"

"WWN" "ფეისბუკის" დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდებას არ წყვეტს.
როგორც თავად მისი რეპორტიორები იუწყებიან, ისინი ესაუბრნენ კომპანიაში მომუშავე
რამდენიმე პირს, რომელთაც შემდეგი კომენტარი გააკეთეს: "ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ
გავქრეთ 2012 წლის 15 მარტს. ალბათ ასეთ შემთხვევაში მოხდება რევოლუცია. ჩვენ
უნდა შევამზადოთ მომხარებლები "ფეისბუკის" დახურვასთან შესაგუებლად და 
ვურჩიოთ მათ სხვა გზა, რათა შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია ერთმანეთს შორის"


ფეისბუკს გაუქმება ემუქრება?

ინფორმაციამ "ფეისბუკის" დახურვასთან დაკავშირებით ააღელვა არამარტო ჩვეულებრივი
მომხარებლები, არამედ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: ტაირა ბენკსი, ბრიტნი
სპირსი, ეშტონ კათჩერი, ლეიდი გაგა და სხვები. "მე დამოკიდებული ვარ ფეისბუკზე" - 
ამბობს ტაირა ბენკსი. "მის გარეშე, მე მოვკვდები"


ვფიქრობ, ბოლო ხანებში აგორებული ჭორები არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან 1 წლის
წინაც ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარკ ცუკერბერგი "ფეისბუკის" 
დახურვას აპირებდა. როგორც გახსოვთ ეს ჭორი ჭორადვე დარჩა.
კატეგორია: news | ნანახია: 1137 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz