ორშაბათი, 2024-05-06, 2:08 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 34
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » სხვა სკოლაში გადახვედი?
1:32 PM
სხვა სკოლაში გადახვედი?

დღე 1: პირველივე დღეს მიდი ახალ კლასელებთან და გაიცანი ისინი.ჰკითხე მათ სახელები.ამაში დაგეხმარება კითხვები,მაგალითად "ეხლა რომელი გაკვეთილი მოდის?" ან თუნდაც "როდის არის დიდი დასვენება?".არ ელოდო,რომ ისინი მოვლენ შენს გასაცნობად.
დღე 2: გაიხსენე ახალი კლასელები სახელები.რომელსაც გუშინ გაეცანი.ყველას მოსწონს,როცა სახელით მიმართავ.
დღე 3: ყოველ დღე კლასში შესვლის დროს თქვი გამარჯობა და რაც მთავარია ლამაზი და კეთილი ღიმილით.
დღე 4: ატარე მხოლოდ ის ტანსაცმელი,რომელიც შენ მართლა მოგწონს.სტილი მთლიანად არ შეიცვალო,რადგან თავს არაკომფორტულად იგრძნობ.ამას კი გარშემომყოფები ადვილად შეამჩნევენ.
დღე 5: ხშირად გაიღიმე.რომელიღაც მულტფილმში ასეთი ფრაზა იყო წარმოთქმული:"ხშირად გაუღიმე სხვებს და ის ათასჯერ მეტი დაგიბრუნდება."ასე,რომ კლასელები შენს მიმართ სიმპატიით განეწყობიან.
დღე 6: ახალ კლასსში უკვე რამოდენიმე დღე ხარ.უკვე შეგიძლია იურთიერთო ყველასთან,მოყვე შენს გატაცებებზე,მოუსმინო,რას საქმიანობენ სხვები.
დღე 7: უკვე ეღტი კვირა გავიდა.შენ უკვე კარგად იცნობ შენს კლასელებს.ახლა შეგიძლია მშვიდად ათხოვო მათ რვეულები,წიგნები და დისკები.
დღე 8: თუ არ იცი რაიმე ტვინი მარტო არ იმტვრიო.ჰკითხე ამის შესახებ მეგობრებს.ხალხს მოსწონს,როცა მათ დახმარებას სთხოვენ.
დღე 9: გაკვეთილების შემდეგ უცბად სახლში არ გაიქცე.ცოტა ხნით სკოლის ეზოში გაჩერდი,ისაუბრე და გაიხუმრე ახალ ნაცნობებთან.
დღე 10: შენ თავი დაიმკვიდრე კლასში,ასე რომ თამამდ გამოხატე საკუთარი აზრი,გარშემომყოფებს ეს ძალიან მოსწონთ.
დღე 11: დადგა დრო იპოვო მეგობარი სული.სკოლაში აუცილებლად იქნება ისეთი ვინმე ვისთანაც საერთოს გამოძებნი.
დღე 12: თითქმის ორი კვირა გავიდა,შენი კი არავის ნომერი არ გაქვს?რას ელოდები?მიდი იმოქმედე.
დღე 13: იყავი ბუნებრივი-არ ითამაშო.

დღე 14: დასვენებაზე ლაპარაკში ჩაები,მაგრამ შეეცადე არავინ არ განიკითხო.ჭორიკანები არავის მოსწონს.
დღე 15: თუ ვინმემ კინოში,სასეირნოდ ან ნაყინზე დაგპატიჟა,არ იუარო მაშინაც კი,როცა ძალიანაც არ გინა წასვლა.
დღე 16: თვალი არ აარიდო არც ისე სიმპატიურ ბიჭებს.ისინი ზოგიერთ გოგოზე უკეთესი მეგობრები შეიძლება აღმოჩნდნენ.
დღე 17: მთელი ღამე ემზადებოდი გაკვეთილზე აქტიურობისათვის?არ მიიღო ისეთი სახე,რომ არაფერი არ იცი და არაფერი შეგიძლია!მაშინ კარგ ნიშანს როგორ მიიღებ?
დღე 18: მოვიდა დრო ახალ მეგობრებთან გასასეირნებლად.
დღე 19: შეაფასი ადამიანები ობიექტურად.დაიმახსოვრე,რომ ლამაზი და კარგად ჩაცმული გოგოები ხან და ხან არ აღმოჩნდებიან კარგი ადამიანები.
დღე 20: მართალია უკვე ამდენი დღე ხარ სკოლაში,მაგრამ შეიძლება არასასიამოვნო ისტორიები გადაგხდეს თავს.აჩვენე ყველას,რომ შეგიძლია იცინო საკუთარ თავზე.
დღე 21: თქვი რაიმე კეთილი სიტყვა მთელი გულით.
დღე 22: 3 კვირის შემდეგ შენ არც ისე ცუდად იცნობ ხალხს.დაპატიჟე ისინი სადმე.
დღე 23: გაკვეთილზე ხელი არ ეუშალო კლასელებს პასუხი გაცემაში.კარგად არის ცნობილი,რომ ეგოისტები არავის უყვარს.
დღე 24: ეცადე იყო გახსნილი,ყოველთვის მზად იყავი დასახმარებლად,მაგრამ არ შეგეშინდეს თქვა სიტყვა "არა",თუ არ გინდა ან არ შეგიძლია.
დღე 25: თუ შენი მეგობარი ავად გახდება,დაურეკე,ჰკითხე როგორ გრძნობს თავს,მოუყევი რა მოგცემს საშინაო დავალებად.
დღე 26: მოისმინე რას გეუბნებიან შენი თანაკლასელები.დაინტერესდი მათი საქმეებით.ყოველთვის შენს თავზე არ ისაუბრო.
დღე 27: რომელიმე შენი მეგობრებიდან რატომღაც მოწყენილი დადის?მალევე გამოჰკითხე ყველაფერი,რა მოხდა,თუ საჭირო გახდა დახმარება შესთავაზე.
დღე 28: არ იცადო,სანამ ვინმე რამეს გთხოვს.თუ გაქვს წიგნი,რომელიც შენს კლასელს სჭირდება უთხარი მას ამის შესახებ.
დღე 29: მალე წვეულებაა და დეტალებს შენ გეკითხებიან.შენ უკვე არაერთხელ გსმენია,შენზე ამბოდნენ:"მაგარი გოგოა".
დღე 30: წვეულებაზე მოვიდა ყველა ვინც დაპატიჟე.თქვენ არაჩვულებრივად გაატარეთ დრო.ახალ სკოლაში სულ რაღაც ერთი თვე ხარ.პირველი და თანაც კარგი შთაბეჭდილება მოხდენილია.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 895 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz