ხუთშაბათი, 2024-05-09, 6:46 AM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

რა გინდათ რომ უფრო ხშირათ დავდოთ???
სულ პასუხი: 42
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » ცოტა რამ სელენა გომეზზე
4:20 PM
ცოტა რამ სელენა გომეზზე
მონტე-კარლო 
 
ფილმის „რამონა და ბიზუსი" პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა: "მონტე კარლო." ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და ქეთი კესიდისთან ერთად. ამ ფილმში იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წელს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლიდან" მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები. 


Selena Gomez & The Scene 
ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომეზი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი. 

  
ასევე ფანებო და ანტი ფანებო !! უთხარით არა სიძულვილს!! NO HATE ANYMORE!!
 

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1059 | დაამატა: elleeeee | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz