ორშაბათი, 2024-05-06, 2:30 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 34
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10 » varskvlavebis mdzime bavshvoba
5:42 PM
varskvlavebis mdzime bavshvoba
კეტი პერი. 

შეიძლება 
იფიქროთ, რომ კეტის მეგობრული და მოსიყვარულე ოჯახი აქვს,მაგრამ ეს სულაც 
არ არის ასე.გოგონას მშობლები სასულიერო პირები არიან და ისინი შვილებს 
ძალიან მკაცრად ზრდიდნენ.უკრძალავდნენ თანამედროვე მუსიკის მოსმენას,რადგან 
მას ცოდვად თვლიდნენ. შვილებს უშლიდნენ იმათთან მეგობრობას , ვინც 
მორწმუნე არ იყო.პაემანზე წასვლაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა.თუმცა კეტიმ 
თავის ოცნებაზე უარი არ თქვა.ამის გამო გოგონას მშობლები დღემდე არ 
ელაპარაკებიან. 

ჯონი დეპი. 

15 
წლამდე ჯონი ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ ამით ბედნიერი არ ყოფილა.მსახიობის 
დედა, ბეტი, ოფიციანტად მუშაობდა და შინ იშვიათად იმყოფებოდა. მამა 
ინჟინერი იყო. იგი ხშირად სვავდა და ცოლ-შვილს სცემდა. ჯონი იშვიათად 
დადიოდა სკოლაში. 12 წლიდან სმა და მოწევა დაიწყო, 13 წლისა კი უკვე 
ნარკოტიკს მოიხმარდა. შემდეგ მშობლები გაიყარნენ, ჯონი სკოლიდან გამოაგდეს. 
მალე იგი სახლიდან გაიქცა.ღამეს მეგობრების მანქანებში ათენებდა და ღამის 
ბარებში გიტარაზე უკრავდა. თუმცა იგი არ დაიკარგა და ერთ-ერთი უპოპულარესი 
მსახიობი გახდა. ახლა დედამისი ისე ტკბება შვილის დიდებითა და სიმდიდრით, 
ვითომც არაფერი ყოფილა. 

ბრიტნი სპირსი. 

როცა 
ბრიტნი კარიერას იწყებდა, ისეთი პატარა იყო, რომ ყველა გადაწყვეტილებას 
მისი მშობლები იღებდნენ. ისინი შვილთან ერთად იტყუებოდნენ, რომ იგი ქალწული 
იყო და თვალს ხუჭავდნენ მის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებაზე. მოგვიანებით 
ბრიტნის დედამ, ლინმა, ამ ყველაფერზე წიგნი დაწერა და ბლომად ფულიც იშოვა. 
არც მამა მოქცეულა ნაკლებად. იგი კვირაში 2500 დოლარს იღებს შვილის 
საქმეების წარმოებაში. 

პინკი. 

პინკის 
მშობლები თავიანთი ჩხუბითა და ცემა-ტყეპით ისე იყვნენ ,,დაკავებულები,, , 
რომ გოგონას აღზრდაში მონაწილეობა თითქმის არ მიუღიათ. თუმცა პინკი 
ყოველთვის ცდილობდა, კარგი დაენახა თავის მშობლებში. უყურადღებობის გამო 
იგი ფეხით დადიოდა სკოლაში, ეწეოდა და მოგვიანებით ჰეროინისი მიღებაც 
დაიწყო. პინკი დედას წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა, მაგრამ 
საბოლოოდ ყველაფერი აპატია.
კატეგორია: news | ნანახია: 943 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz