სამშაბათი, 2024-12-24, 9:45 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 34
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » love leqsebi<3
9:51 PM
love leqsebi<3
ძნელია როცა გიყვარს და იცი,
ეს სიყვარული აკრძალულია,
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია.
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ,

გრძნობ როგორ ქრება და შენს სიყვარულს
გადასარჩენად ხელს ვერ უსწორებ,
ძნელია როცა შეგცვალა დრომ
და გულს არაფერი არ შეუძლია,

როცა ძებნაში გადის წლები
და ჯერ არაფერი არ გიპოვია,
როცა ცხოვრობ და იცი,

რომ მას არასოდეს არ ყვარებიხარ!



ასე იცინის ყოველთვის, ასე იცინოს მინდა....
ასე იცინის მხოლოდ ის, ვისაც გული აქვს წმინდა,
მე არ მიკითხავს ვისი ხარ...
ნატვრისთვალივით წმინდა....
შენ სიყვარულის ღირსი ხარ და სულ იცინო მინდა!



მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი,
დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი
მიყვარდა ისე როგორც ნახატი
მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,
მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით
ვით სახარება ანუ განგება,
მე ის მიყვარდა დაბადებამდე,
სიკვდილის მერეც ის მეყვარება




პატარა იყავ და ამიტომაც 
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება. 
რას ვიფიქრებდი,არ დამინდობდა 
შენი ქალური შურისძიება. 
და თუ გიყვარდი,როდია ჭორი 
ან ქარაგმულად თქმული იგავი. 
მიუწვდომელი და შორზე შორი 
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. 
და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, 
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, 
შენ დაგინახა სულყველამ ერთად: 
თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ. 
დაშეიცვალა ჩვენი როლები 
შენა გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს, 
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით 
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ... 
ერთხელაც გზაზე აღარ გაგიშვი, 
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, 
ამხელა ბიჭი,მაგ შენს თვალებში 
რა პატარა და უმწეო ვჩანდი! 
მას შემდეგ მუდადმ გხვდებოდი მცინარს, 
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. 
გავიწყდებოდა სალამი ხშირად 
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. 
ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, 
დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი, 
თვალებში როცა ჩაგხედე,კარგო, 
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.


მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო

დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,

ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს

და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო

და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,

მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,

რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია…






შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით 

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო, ყელი და თხელი თეძო.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს









კატეგორია: სხვა | ნანახია: 1243 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz