ნოა საირუსი ცანთრის ცნობილი მომღერლის, ბილი რეი საირუსისა და პროდუსერის, ტიშ საირუსის (ფინლი) შვილია.იგი 2000 წლის 8 იანვარს დაიბადა, როდესაც მისი და, საქვეყნოდ ცნობილი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი მხოლოდ 7 წლის იყო. როგორც საირუსების ოჯახის წესია, პატარა ნოაც ჩაბმულია შოუბიზნესში. ის ახალგაზრდა მსახიობია. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში:
Hannah Montana
Ponyo
Mostly Ghostly
Doc
ამის გარდა ნოა საუკეთესო მეგობართან, ემილი რივზთან ერთად გასართობ შოუს იღებდა და ვიდეოებს ინტერნეტში ტვირთავდა
Noie & Ems Show
ნოა ასევე კარგად მღერის, სწორედ ამიტომ ფრენკი ჯონასთან ერთად სიმღერაც ჩაწერა, რომელიც ფილმ ponyo-ს საუნდტრეკია. იმის გამო, რომ ფრენკი და ნოა ამ მულტფილმს ერთად ახმოვანებდნენ, კარგად დამეგობრდნენ.
ამ მულტიპლიკაციურმა ფილმმა ნოას და ფრენკის დიდი წარმატება მოუტანა და ისინი ბევრ გადაცემაში ერთად მიიწვიეს
ნოა ასევე კარგი მოჯირითეა, მის ცხენს კომეტა ჰქვია და ისინი ხშირად ბევრ კონკურსში იმარჯვებენ :)
არც ახლა ისვენებს ნოა, იგი დიზაინერიცაა და ფირმისთვის Stoney Clover ბრასლეტებს ქმნის და ფირმის ფოტოსესიებშიც თავად მონაწილეობს.
სამწუხაროდ, ნოას ხშირად აბრალებენ, რომ ხშირად დას ბაძავს და უწესოდაც იქცევა, რაც მაილის ბრალია. ალბათ, ვისაც პატარა და ჰყავს დამეთანხმება, რომ პატარებს დიდი დები თავის კუმირებად მიაჩნიათ და ხშირად მათი საქციელი მართებული ჰგონიათ, ამიტომ ყველაფერს იმეორებენ.