ყველას გვახსოვს, რომ 2010 წლის MuchMusic Video Awards მაილი საირუსმა წაიყვანა,წელს კი ის სელენა გომესმა შეცვალა. რა თქმა უნდა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია ამ ორი თინეიჯერის შედარება.
კრიტიკოსების 75 % თვლის, რომ მაილიმ უკეთესად გაართვა თავი წამყვანობას ვიდრე სელენამ.მათ მსგავსი არგუმენტები მოჰყავთ : ''მაილი ძალიან ბუნებრივი და თავისუფალია სცენაზე ! მას არ უწევს ძალით გაღიმება ან რაიმე ჟესტის ხელოვნურად შექმნა. ის სცენაზე ანათებს. ბევრად მხიარულია ვიდრე სელენა, რომელიც სცენაზე საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა ''
კრიტიკოსთა დანარჩენი 25 % კი სელენას უჭერს მხარს. მათი განცხადებით სელენამ საკმაოდ კარგად შეასრულა დაკისრებული როლი. არ ეცვა შეუფერებლად და არც ზედმეტებში გადადიოდა, როგორც ესმაილიმ გააკეთა.
რაც შეეხება ინტენეტ მომხმარებელს, გამოკითხვა შემდეგ ნაირად დასრულდა. მაილის 81.85% უჭერს მხარს, დანარჩენი 18.15% კი სელენას მხარესაა.
გამოკითხვებისა და კრიტიკოსებს აზრს არ შეესაბამება რეიტინგი, რომელიც აშკარად სელენას მხარესაა. 2011 წლის შოუს 3 მილიონით მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე შარშანდელ დაჯილდოებას. კრიტიკოსების განცხადებით ამას დიდი მნივნელობა არ აქვს, რადგან შესაძლოა იმ სამ მილიონ ადამინას სულ სხვა მიზეზი ჰქონოდა დაჯილდოების ყურებისა, ვიდრე ეს სელენას სცენაზე ყოფნა იყო.