სამშაბათი, 2024-12-24, 9:44 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

რა გინდათ რომ უფრო ხშირათ დავდოთ???
სულ პასუხი: 42
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10 » naxet magaria:D
5:54 PM
naxet magaria:D
ვერძი – მას მოკლე და გასაგები ხუმრობები მოსწონს. თავიდანვე რომ გასაგებია როგორ დასრულდება და სად უნდა გაიცინოს. განსაკუთრებულად ამხიარულებთ ისეთი ტიპის ხუმრობები როგორიცაა "ერთი რომ შემოარტყავს და ყირალამა დააყენებს”. უცბად მხიარულდება.


კურო – მას უნდა მიაწოდოთ მძიმე ხუმრობები, სრიოზული, ცოტა მოსაყწენიც. თუ იცინის წინასწარ ემზადება ამისთვის და შემდეგ დიდი ხნით ინარჩუნებს ხასიათს. უყვარს ხუმრობები იმის შესახებ, როგორ ატყუებენ ღარიბები მდიდრებს. ასევე ანეკდოტები ფინანსებზე, ფულზე. მაგალითად ასეთი "ახალი ქართველი იყიდის ბოლო მოდელის მანქანას, დისკები სუფთა ოქროსგანაა ცამოსხმული, პლატინის კარებებით, საჭე ბრილიანტებშია, მაგრამ არ დადის, ეკითხებიან რატომ არ დადიხარო და ბევრს წვავსო”


ტყუპები – მათთან ჯობია საერთოდ არ იხუმროთ, თორემ საკადრის პასუხს ვერ აცდებით. ყველანაირი მიზეზით და უმიზეზოთ შეუძლიათ იხუმრონ, გასაგებია რატომაც, მოქნილი აზროვნება, მწარე ენა და ხასიათი, თვითონაც იცით – მხიარული. მოსწონთ ანეკდოტები გზებზე, მანქანებზე, ყველაფერზე რაც მოძრაობს. მაშინ გაიცინებენ როცა სასაცილო იქნება, თანაც ჯერ მთხრობელზე, შემდეგ ყველაზე ირგვლივ ვინც ვერ მიხვდება ანეკდოტს. სულელურ ანეკდოტზე სხვები იცინებენ და ტყუპები არა. ყველა იფიქრებს ეტყობა გულზე მოხვდა და გაუტყდაო და უფრო ხმამაღლა გაიცინებენ, მაგრამ ტყუპებს მაინც არ გაეცინებათ. როცა ყველა წავა, ტყუპები გაიცინებენ ბოლოს, მათი სისულელით გაოცებული და საკუთარი ინტელექტით გაკვირვებულები.


კირჩხიბი – მას მოსწონს ანეკდოტები კარგი დასასრულით, რომ არ განიცადოს. რამე სიყვარულზე, მაგალითად სიდედრს როგორ შეუყვარდება ბოლოს სიძე და სიძე მას ვალში არ დარჩება. კირჩხიბები ისე მხიარულდებიან რომ ცრემლებამდეც კი მიდიან და ამ სიცილს გარშემომყოფებსც გადადებენ. აუცილებელია რომანტიული ანეკდოტები, მაგალითად იმის შესახებ როგორ დაუსტვინა კირჩხიბმა მთის წვერიდან … თუმცა ამაზე ხუმრობა არ შეიძლება


ლომი – მარტივი და გასაგები იუმორი მოსწონთ გასაგები შინაარსით, პოლიტიკაზე, ისტორიაზე, ომზე. მაგალითად ასეთი "ჩვენს სამსახურში სულ ორი კვერცხია და ორივე დირექტორს აქვს”


ქალწული – ზოგადად უყვართ ხუმრობა. განსაკუთრებით სამეცნიერო ხუმრობები. მათთვის პირი სიცილის ორგანოა და სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ამიტომ ისინი სპეციალური მეთოდით იცინიან, პირის მხრებამდე გაღებით უყვართ სამეცნიერო ხუმრობები, მაგალითად "როგორ დარჩა ექიმს ოპერაციის დროს პაციენტის მუცელში ლანცეტი”. მთავარია როგორ მოუყვებით, აუცილებელია ბევრი დეტალი ჩაურთოთ ანეკდოტში და ყველა არაფრისმთქმელ დეტალზე შეჩერდეთ, ასევე დაუბრუნდეთ ანეკდოტის დასაწყის რომ შეახსენოთ რაზეა ხუმრობა. საბოლოოდ ქალწულები, რომლებსაც მომთმინების უნარი აქვთ, თავად დაასრულებენ მას, თანაც შეამოკლებენ კიდეც, სულსწრაფები კი თავიდანვე ბევრს იცინებენ. ქალწულებს გაუგებთ, მაგრამ ანეკდოტს ვერ



სასწორი – მათ რბილი და ზრდილობიანი იუმორი ხიბლავთ. მაგალითად ინგლისური ანეკდოტი – ვატსონზე. ეს ხომ ელემენტარულია სად უნდა გაიცინოს, სად ჩაიხითხითოს, სად გააკეთოს პაუზა და სად უხმსად იხუმროს, იმის მითითებით რომ ანეკდოტი ხალხურია ანეკდოტების მოყოლისთვის გრემო სჭირდებათ, მაგალითად საღამოს მეგობრებთან ერთად ფინჯან ჩაიზე და ნამცხვარზე წარმართულ საუბარს ანეკდოტებით გაახალისებს.







მორიელი – მოსწონს შავი იუმორი, ოპტიმისტური ელფერით: "არ არსებობს იმდენად ცუდი სიტუაცია, რომელიც არ შეიძლება გახდეს უარესი”. მათთვის ღიმილი ნიშნავს მოახდინონ ლამაზი კბილების დემონსტრირება. საყვარელი ანეკდოტი ბოლო ამოსუნთქვასავით ჟღერს და საყვარელი იუმორისტული პერსონაჟი – ბოროტი სიდედრი, ცუდი ბინა, ურჩხულები და მოჩვენებებია. ისე გამხიარულდებიან ხოლმე, პირდაპირ დაგბურძგლავთ, მაგრამ სანამ გაიხუმრებთ უნდა გააფრთხილოთ



მშვილდოსანი – ოპტიმისტური იუმორი მოსწონს, მაგრამ შენელებული. რთულად იგებს ხუმრობების არსს, შეიძლება რამდენიმე დღის მერე მიხვდეს რაზე იყო ანეკდოტი. სამაგიეროდ რომ მიხვდება დიდხანს იცინებს და ხმამაღლა. უყვარს საერთაშორისო ხასიათის ანეკდოტები: "რუსი, ქართველი და ამერიკელი ჩააგდეს ორმოში…” უკვე იცინის


თხის რქა – ძველი ანეკდოტები და ხუმრობები მოსწონს. კონსერვატიული, თანამიმდევრული და მშრალი. სიცილმა შეიძლება გულის რევა მოგაგონოთ და ცალყბათაც გაგეცინოთ. პატივს სცემს ანეკდოტებს ჩუქჩებზე, მათ ჭირნახულ ცხოვრებაზე და ასეთივე იუმორის გრძნობა აქვთ. მოსწონთ ნაღვლიანი ანეკდოტები ცხოვრებისეულ პრობლემებზე: "ცხოვრება ხანმოკლეა, რომ სერიოზულად აღიქვა” მაშინვე მხიარულდება.


მერწყული – მოსწონს ზღაპრული და ფანტასტიკური შინაარსის ანეკდოტები, მაგალითად მფრინავ ხალიჩაზე, ისეთები სადაც კეთილი ამარცხებს ბოროტს და მეგობრობა იმარჯვებს. მაგალითად ანეკდოტები 4 მუშკეტერზე. კიდევ შეიძლება გაამხიარულოს ანეკდოტმა მფრინავ თეფშებზე და ჰუმანოიდებზე. მოკლედ სანამ მერწყული მოვა შეგიძლიათ იცინოთ



თევზები – გიჟდებიან ანეკდოტებზე, რომელიც შტირლიცზეა და იმაზე როგორი რთულია მისი გამოაშკარავება. გაუგებრად ხუმრობენ, რთულია მათი იუმორის გაგება. მოსწონთ ანეკდოტები გამოცანა ამოცანის გარეშე. მაგალითად: "ორი ნიანგი მოფრინავს ერთი მწვანე მეორე მარჯვნივ” ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ მიფრინავენ, რატომ ორი? ეს ხუმრობა გაუგებარია, თუმცა თუ დიდხანს იფიქრებ
კატეგორია: სხვა | ნანახია: 884 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz