ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple")ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა. ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა. ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა. ევროპელები ამ ადგილას მივიდნენ 1524 წელს,იტალიელი ჯიოვანი დე ვერაზანოს ხელმძღვანელობით,რომელმაც ამ ადგილს უწოდა ახალი ანგოულემი.თავდაპირველად აქ ჰოლანდიელმა ვაჭრებმა დაიწყეს დასახლება,მანჰეტენის სამხრეთ ბოლოზე და ანგოულემს სახელი შეუცვალეს ახალი ამსტერდამი(1614 წელი) ჰოლანდიელმა კოლონიალისტმა მანჰეტენის კუნძული მკვიდრი ამერიკელებისაგან შეიძინა დღევანდელ ფულზე დაახლოებით 1000 აშშ დოლარად : )
1624 წელს ქალაქი ინგლისელებს გადაეცა და დაერქვა ნიუ იორკი,ჰერცოგ იორკის საპატივცემულოდ.ჰოლანდიელებისა და ინგლისელების ომის შემდეგ ჰოლანდიელებმა მიიღეს პატარა ინდონეზიური კუნძული Run ნიუ იორკის სანაცვლოდ.ევროპელებმა აქ ჩამოიტანეს სხვასდასხვა დაავადებები.მათ შორის ყვითელი ცხელება,რამაც ადგილობრივების რიცხვი 200მდე შეამცირა.
ნიუ იორკი ბრიტანელების მმართველობის ქვეშ ნელ-ნელა მნიშვნელოვანი პორტი ხდებოდა.1754 წელს აქ დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტი.ამერიკის რევოლუციის განმავლობაში ქალაქი გახდა ბრიტანელების მილიტარული ‘’შტაბი’’.
ამერიკისათვის ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ნიუ იორკში უოლ სტრიტზე :შტატების კონსტიტუციის დამტკიცება,პირველი პრეზიდენტის ვაშინგტონის ინაუგურაცია,უფლებების ბილი ჩამოყალიბება,უოლ სტრიტის ფინანსური კრახი 1929 წელს...
ნიუ-იორკი საერთაშორისო ბიზნესისა და კომერციის მნიშვნელოვანი ცენტრია, ის გლობალური ეკონომიკის სამი საკომანდო ცენტრიდან ერთ-ერთია (ტოკიოსა და ლონდონის გვერდიგვერდ).[21] ქალაქის ეკონომიკის ბირთვს ქმნის საფინანსო, სადაზღვევო და უძრავი ქონების ინდუსტრიები. ნიუ-იორკი ამასთან აშშ-ის მასმედიის, ჟურნალიზმისა და გამომცემლობის უმნიშვნელოვანესი ცენტრიცაა, ხელოვნებასთან ერთად. სხვა მნიშვნელოვან სექტორთა შორისაა ქალაქის ტელე და კინო ინდუსტრიები, რომელიც მასშტაბით მხოლოდ ჰოლივუდს თუ ჩამოურჩება; სამედიცინო კვლევა და ტექნოლოგია; არასამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები; და, რა თქმა უნდა, მოდა. ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს ქვეყნისა და მსოფლიოს უძვირესი უძრავი ქონება. 450 პარკ ავენიუ 2007 წლის 2 ივლისს $510 მილიონად გაიყიდა, რაც $17.104 შეადგენს 1 მ²-ზე, მოხსნა რა მსოფლიო რეკორდი, რომელიც ერთი თვის წინ დაამყარა გარიგებამ საოფისე შენობისთვის 660 მედისონ ავენიუზე ($15,887/მ²).[22] ქალაქის სააქციო ბირჟები მსოფლიოში უდიდესთა შორისაა. ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა უდიდესია მსოფლიოში სავალუტო მოცულობით, ხოლო ნასდაქი მსოფლიოს ლიდერია აქ წამოყენებულ ლისტინგთა რაოდენობით.[23] მრავალ საერთაშორისო კორპორაციას შტაბ-ბინა სწორედ ნიუ-იორკში აქვს, მათ შორის ფორჩუნ-500 კომპანიების უდიდეს რაოდენობას. ნიუ-იორკი უნიკალურია სხვა ამერიკულ ქალაქთა შორის უცხოური კორპორაციების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. კერძო სექტორში არსებული ყოველი 10 სამუშაო ადგილიდან 1 უცხოურ კომპანიაზე მოდის. შესაბამისად ნიუ-იორკის ბიზნეს წრეები საკმაოდ ინტერნაციონალისტურია და შესამჩნევად უჭირს შეწყობა ფედერალური მთავრობის მკაცრ საგარეო, სავაჭრო და სავიზო პოლიტიკასთან. სპეციალიზირებულ მსუბუქ მრეწველობაში დღემდე დასაქმების უდიდესი წილი მოდის, თუმცა ისტორიულად მას შემცირების ტენდენცია აქვს. ამგვარი წარმოების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, საფეიქრო, ქიმიური, ავეჯის, ლითონის პროდუქცია და საკვებგადამმუშავებელი წარმოებები. ნიუ-იორკის ბუნებრივი საზღვარი განსაკუთრებით ხელშემწყობია საერთაშორისო სატვირთო გზავნილებისთვის და ყოველთვის შეადგენდა მისი ეკონომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ბოლო დროს საზღვაო გადაზიდვების დანიშნულების ტვირთმა ბრუკლინის სანაპიროდან ნიუ-ჯერსის პორტ ნუარკ-ელიზაბეთის საზღვაო ტერმინალზე გადაინაცვლა. გარკვეული ტვირთი მაინც დარჩა, და ბრუკლინი დღემდე რჩება აშშ-ში კაკაოს მარცვლების იმპორტის მთავარ ჭიშკრად.
ნასდაქის პანო ტაიმს სქვერზე. „კრეატიული" ინდუსტრიები, როგორიცაა დიზაინი, ახალი მედია და არქიტექტურა დასაქმების სულ უფრო მზარდი წილი ხდება. ქალაქის მრავალი სამედიცინო ლაბორატორიისა და კვლევითი ცენტრის კომერციული როლის მნიშვნელობის გაზრდის შედეგად, მეცნიერება და კვლევაც კიდევ ერთი დამატებითი ძლიერი სექტორია. დასაქმების ზრდამ ამ სექტორში 2004-05 წლებში 4,9% შეადგინა. მაღალი ტექნოლოგიის ინდუსტრიები, როგორიცაა პროგრამული დამუშავება, სათამაშო კონსოლების დიზაინი და ინტერნეტ მომსახურეობაც ასევე იზრდება. ნიუ-იორკი ქვეყნის წამყვანი საერთაშორისო ინტერნეტ ჭიშკარია (gateway), 430 გიგაბიტ/წმ. საერთაშორისო ინტერნეტ გამტარობის ტერმინატებით, ტრანსატლანტიკური ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის ტერმინუსის კვანძთან მდებარეობის წყალობით. შედარებისთვის, სიდიდით მეორე აშშ-ის ჰაბი ვაშინგტონ/ბალტიმორის წარმადობა მხოლოდ 158 გიგაბიტ/წმ-ია. ქალაქ ნიუ-იორკის საშუალო ერთობლივი მეტროპოლიური პროდუქტი თითქმის $500 მილიარდს უტოლდება, რაც შვეიცარიის ეშპ-ზე მეტია და თითქმის ეწევა რუსეთის მაჩვენებელს. ცალკე ქვეყანა რომ ყოფილიყო ნიუ-იორკს მსოფლიოში სიდიდით მე-17 ეკონომიკა ექნებოდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე $59.000-ით, სიდიდით მეორე ეშპ სულ მოსახლეზე ლუქსემბურგის შემდეგ. ბოლო 40 წლის განმავლობაში ქალაქის სამუშაო ადგილების ზრდის დონე თითქმის ჰორიზონტალური (უცვლადი) იყო ზრდადი მომსახურების სექტორის დასაქმებით კლებადი მსუბუქი წარმოებისა და ინდუსტრიის სექტორის დასაქმების ჩანაცვლებით. თუმცა 1990-იან წლებში ქალაქის ეკონომიკის ზრდის ტემპებმა გაუსწრო ქვეყნის დონეს ყველაზე დიდი პერიოდით მეორე მსფლიო ომის შემდეგ. ბოლო დროს მსოფლიო ეკონომიკაში ინტერნეტის დომინაციამ ქალაქს თავის კვალი დააჩნია — კომპანიათა დიდი ნაწილი უფრო მცირე, ნაკლებად ძვირადღირებულ ქალაქებში იწყებს გადანაცვლებას. დემოგრაფია [რედაქტირება]შედარებითი სტატისტიკა აშშ 2000 ცენზი ქალაქი შტატი აშშ სულ მოსახლეობა 8.143.197 18.976.457 281.421.906 % ცვლილება, 1990—2000 +9.4% +5.5% +13.1% სიმჭიდროვე 26,403/მი² 402/მი² 80/მი² ოჯახის საშ. შემოსავალი (1999) $38.293 $43.393 $41.994 ბაკალავრის ხარისხი ან მეტი 27% 27% 29% უცხოეთში დაბადებული 36% 20% 11% თეთრი (არალათინელი) 37% 62% 67% შავი 28% 16% 12% ლათინელი (ნებ. რასა) 27% 15% 11% აზიელი 10% 6% 4% ნიუ-იორკი აშშ-ის უდიდესი ქალაქია, რომლის მოსახლეობა ორჯერ აღემატება ამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს — ლოს-ანჯელესს. 2005 წელს ქალაქის მოსახლეობა სავარაუდოდ შეადგენდა 8 213 839 ადამიანს (7,3 მილიონი 1990 წ.). ეს არის შტატის მოსახლეობის დაახლ. 40%. ბოლო ათწლეული ქალაქი სწრაფად იზრდებოდა. სოციოლოგთა აზრით ქალაქის მოსახლეობა 2030 წელს 9,5 მილიონს მიაღწევს.[24] ნიუ-იორკის ორი დამახასიათებელი დემოგრაფიული თვისებაა სიმჭიდროვე და მრავალფეროვნება. მისი სიმჭიდროვე უაღრესად მაღალია 10.194 ად./კმ²-ზე, რაც დაახლოებით 7.000 ადამიანით მეტია კვ. კმ-ზე ამერიკის სიმჭიდროვით მეორე ქალაქ სან-ფრანცისკოზე. ხოლო მანჰეტენის სიმჭიდროვე 25,846/კმ²-ს შეადგენს. ნიუ-იორკ სიტი განსაკუთრებალდ მრავალფეროვანია. მისი არსებობის განმავლობაში ქალაქი იმიგრანტთა მთავარი შემოსასვლელი კარიბჭე იყო. ტერმინი „melting pot" (ინგლ. სადნობი ქვაბი) პირველად ქვემო ისტ-საიდის იმიგრანტებით მჭიდროდ დასახლებული უბნების აღსანიშნავად გამოიყენეს. ქალაქის მოსახლეობის 36% უცხოეთშია დაბადებული. სხვა ამერიკულ ქალაქებთან შედარებით ამ მაჩვენებლით ნიუ-იორკს უსწრებს მხოლოდ ლოს-ანჯელესი და მაიამი. თუმცა თუ იმიგრანტი მოსახლეობა ამ ქალაქებში დომინირებულად წარმოდგენილია რამდენიმე ეროვნებით, ნიუ-იორკში არცერთი ქვეყანა ან რეგიონი არ დომინირებს. ათი უდიდესი წარმოშობის ქვეყანა თანამედროვე იმიგრანტთა შორის არის დომინიკელთა რესპუბლიკა, ჩინეთი, იამაიკა, გაიანა, მექსიკა, ეკვადორი, ჰაიტი, ტრინიდადი და ტობაგო, კოლუმბია და რუსეთი.[25] უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფები ქალაქში არიან აფრიკული წარმოშობის ამერიკელები, იტალიელები და ირლანდიელები. ქალაქში დაახლოებით 170 ენაზე საუბრობენ. ნიუ-იორკის აგლომერაციაში ებრაელთა უდიდესი მოსახლეობაა ისრაელს გარეთ. ნიუ-იორკელთა დაახ. 12% ებრაელია ან ებრაული წარმომავლობა აქვს.[26] აქ ასევე ცხოვრობს აშშ-ის სამხრეთ აზიური წარმოშობის მოსახლეობის მეოთხედი და უდიდესი შავკანიანი მოსახლეობა ვინემ ქვეყნის ნებისმიერ სხვა ქალაქში. ყველაზე თვალშისაცემია პუერტორიკოელთა რაოდენობა. კიდევ ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ეთნიკური ჯგუფია იტალიელები, რომელთა დიდი რაოდენობა ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდა. ასევე დიდია ირლანდიელთა წარმომადგენლობა: ყოველი 50-ე ევროპული წარმოშობის ნიუ-იორკელი ატარებს გამოკვეთილ Y ქრომოსომს, რომელიც შთამომავლობით ნიალი ცხრა მძევლისგან (მე-5 საუკუნის ირლანდიის მეფე) მოდის. ნიუ-იორკს სულ მოსახლეზე შემოსავლების ფართო დიაპაზონი აქვს. 2005 წელს ოჯახის საშუალო შემოსავალი ყველაზე შეძლებული ცენზის უბანში იყო $188.697, ხოლო უღარიბეს უბანში კი $9.320.[27] ამგვარი განსხვავება გამოწვეულია შედარებით მაღალი ზრდის ტემპით მაღალი შემოსავლის სეგმენტში, მაშინ როცა დაბალ და საშუალო სეგმენტებში შემოსავლები თითქმის ერთ დონეზე იყო გაყინული. 2006 წელს კვირის საშუალო ხელფასი მანჰეტენზე იყო $1.453, რაც ყველაზე მაღალი და სწრაფად მზარდი მაჩვენებელია აშშ-ის უდიდეს საგრაფოებს შორის. მანჰეტენი ასევე გამოირჩევა მაღალი შობადობით, რაც უნიკალურია ამერიკული ქალაქებისთვის. 2000 წლიდან საგრაფოში 5 წლამდე ბავშვების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. კრიმინალი [რედაქტირება]
ნიუ-იორკის რეგიონს გამორჩეული მეტყველების თავისებურება ახასიათებს, რომელსაც ნიუ-იორკის დიალექტს უწოდებენ (ალტერნატიულად ბრუკლინული ან ნიუ-იორკული). მას ხშირად ერთ-ერთ ყველაზე ცნობად აქცენტად მიიჩნევენ ამერიკულ ინგლისურში. ამ დიალექტის კლასიკური ვერსია ევროამერიკული წარმომავლობის საშუალო და მუშა კლასის ხალხში ფიგურირებს, თუმცა ბოლო ათწლეულების არაევროპელ იმიგრანტთა მოზღვავებამ ამ გამორჩეულ დიალქტსაც კვალი დააჩნია. დიალექტის ყველაზე შესამჩნევი თვისება მისი ე.წ. უ-რ-ობაა. ტრადიციული ნიუ-იორკის რეგიონის აქცენტი არა-როტიულია, შესაბამისად ბგერა [ɹ] არ ფიგურირებს ხმოვნის ბოლოს ან თანხმოვნის წინ; შედეგად ვღებულობთ ქალაქის გამოთქმას როგორც „New Yawk" (დაახ.: ნუ ჲოოკ). არ არის [ɹ] სიტყვებში როგორიცაა pork [pɔːk] (შემაღლებული ხმოვნით), butter [bʌɾə], ან here [hiə]. სხვა თვისებაში [ɔ] ხმოვნის ჟღერადობა სიტყვებში talk, law, cross, და coffee და ხშირად ჰომოფონური [ɔɹ]-ის ჟღერადობა სიტყვებში core და more უფრო აქცენტირებულია ვინემ ზოგად ამერიკულში. ნიუ-იორკის დიალექტის უფრო ძველმოდურ და ექსტრემალურ ვერსიებში ხმოვნის ჟღერადობა სიტყვებში, როგორიცაა girl და თვით სიტყვების, როგორიცაა oil, ორივე შემთხვევაში დიფტონგია [ɜɪ]. ამას ხშირად სხვა აქცენტებზე მოსაუბრეები „er" და „oy" ხმოვნების შებრუნებად აღიქვამენ, რის გამოც girl გამოითქმის, როგორც „goil", ხოლო oil გამოითქმის, როგორც „erl"; შედეგად ზოგადად ნიუ-იორკული გამოთქმის დაცინვა გამოდის „Joizey" (Jersey), „Toidy-toid Street" (33rd st.) და „terlet" (toliet). 1970-იანების შოუს „All in the Family" გმირი არჩი ბანკერი ამ დიალექტზე მოსაუბრის თვალსაჩინო მაგალითია. ლაპარაკის ეს მანერა დომინანტური უკვე აღარ არის. სპორტი [რედაქტირება]
განთქმული იანკის სტადიონი ნიუ-იორკს გუნდები ჰყავს ოთხ უმთავრეს ჩრდილოამერიკულ პროფესიულ სპორტულ ლიგაში და ყოველ მათგანს შტაბ-ბინა ამ ქალაქში აქვს. ბეისბოლი ქალაქის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ქალაქში დღემდე თოთხმეტი მსოფლიო სერიის ჩემპიონატი ჩატარდა ნიუ-იორკის გუნდებს შორის. ნიუ-იორკი ერთ-ერთია იმ სამი ქალაქიდან (ჩიკაგოს და ლოს-ანჯელესის გვერდით), რომელსაც ორი ბეისბოლის გუნდი ჰყქვს. ქალაქის ამჟამინდელი მთავარი ლიგის ბეისბოლის გუნდებია ნიუ-იორკის იანკები და ნიუ-იორკის მეტსი, რომელთა შორის პაექრობა იმდენად დაძაბულია, რამდენადაც ისტორიულად იანკებსა და ბოსტონის რედ სოქსს ჰქონდათ. ქალაქში ასევე ერთ დროს ბინა ჰქონდა „ნიუ-იორკ ჯაიანტს" (ამჟამად სან-ფრანცისკო ჯაიანტსი) და „ბრუკლინ დოდჯერს" (ამჟამად ლოს-ანჯელეს დოდჯერსი), ორივე გუნდი კალიფორნიაში 1958 წელს გადავიდა. ქალაქში ასევე მცირე ლიგის ორი გუნდია: სტეიტენ აილენდის იანკები და ბრუკლინის ციკლონები. ქალაქი ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში წარმოდგენილია გუნდებით ნიუ-იორკ ჯეტსი და ნიუ-იორკ ჯაიანტსი (ოფიციალურად „ნიუ-იორკ ფუტბოლ ჯაიანტს"), თუმცა ორივე გუნდი საშინაო თამაშებს ჯაიანტს სტადიონზე ახლომდებარე ნიუ-ჯერსიში თამაშობს. ნიუ-იორკ რეინჯერები ქალაქს წარმოადგენენ ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში. მათი ბინა მანჰეტენზე მედისონ სქვეა გარდენშია.
|