სამშაბათი, 2024-12-24, 9:45 PM
www.teennews.my1.ru

საიტის მენიუ

clock

შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

რა გინდათ რომ უფრო ხშირათ დავდოთ???
სულ პასუხი: 42
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 18 » one direction news
10:57 AM
one direction news
*როგორც ვიცით, ბიჭები გაემგზავრნენ გლასკოში, მანჩესტერსა და ლონდონში.. იხილეთ ვიდეო, სადაც ბიჭები ვერტმფრენით ჩადიან ამ ქალაქებში, ხვდებიან ფანებს და იძლევიან ავტოგრაფებს.. 
აი ფოტოებიც: 
 
 
 
 
 

*ნახეთ ვიდეო, სადაც ბიჭები პასუხობენ თვითერის კითხვებს. პირველი კითხვა იყო: ლუისსა და ჰარის შორის რომელი იქნებოდა ბეტმენი და რომელი რობინი.. სადაც ბიჭები თავიანთ ვერსიებს ამბობენ .. და მეორე შეეხება იქს-ფაქტორს.. 

Not supported video service. Please use YouTube.com for your video files. 

*ნახეთ ვიდეო, სადაც ბიჭები პასუხობენ sugarscape - ს კითხვებს.. ერთერთი კითხვაა: დაუწერიათ თუ არა ოდესმე გოგოსთვის სიმღერა და ასე შემდეგ ... 

 

*ბიჭები არიან ნომინირებულნი J-14 TEEN ICON AWARDS - ზე.. 
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქედან:
 VOTE 

 
*ჰარი საუბრობს თავი ყოფილ შეყვარებულებზე !! 
თურმე, ჰარის პირველად გოგო მოსწონებია 6 წლის ასაკში, თუმცა შეყვარებული 12 წლამდე არ ყოლია.. 
„ჩემს პირველ შეყვარებულს ერქვა ემილი, ჩვენ მალე დავშორდით, მაგრამ ახლაც კარგი მეგობრები ვართ." 
ამის შემდეგ იგი ხვდებოდა ვიღაც გოგოს, სახელად ების.. 
ამჟამად ჰარი თავისუფალია.. ის ჯერჯერობით დაკავებულია კარიერით და არ სცალია შეყვარებულისთვის : ) 


 
*Dare To Dream’ - წიგნში აღწერილია ბიჭების თავგადასავლები, ექსკლუზიური ფოტოები, სასაცილო მომენტები და სხვა.. 
ინტერნეტში გამოჩნდა ლუის ერთერთი მონათხრობი, რომელიც წიგნში არის შეტანილი.. 
„ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი ზაფხული.. ვიყავი 17 წლის, ჩემი მშობლები საფრანგეთში გაემგზავრნენ.. მე სახლში დავრჩი და როგორც ჩვეულებრივი თინეიჯერი, დრო ვიხელთე და ყველა ჩემი მეგობარი, ფეისბუქის საშუალებით დავპატიჟე Party -ზე.. ბევრი დავლიეთ, ძალიან ვხმაურობდით, მაგარ დროს ვატარებდით.. თურმე იმდენად ვყვიროდით რომ პოლიცია დაგვადგა თავზე (თურმე მეზობლებს გამოუძახებიათ) და გვითხრა რომ შეგვეწყვიტა წვეულება და გავჩერებულიყავით.. 
მე მინდოდა რომ ამ ყველაფრის შესახებ დედაჩემსაც სცოდნოდა, რადგან ამ ამბავს ჩამოსვლამდე გაიგებდა და შემდეგ ისე ძალიან სასტიკადაც არ დამსჯიდა, რადგან შეჩვეული იქნებოდა, სწორედ ამიტომაც ფეისბუქზე, მის დასანახად ავტვირთე Party - ს ფოტოები.." 


 
*ბიჭების სინგლი What Makes You Beautiful სულ რაღაც 3 დღეში 100,000 კოპია გაიყიდა, რომელიც ისევ პირველ ადგილზეა ჩარტებში.. ბიჭები ამით აღფრთოვანებულები არიან, აღნიშნავენ, დადიან სხვადასხვა ქალაქებში, არიგებენ ავტოგრაფებს, იღებენ ფოტოებს ფანებთან ერთად და სხვა.. 
ისინი ამ კვირაში, კერძოდ სამშაბათს, 20 სექტემბერს, აპირებენ ნიუ იორკში ჩასვლას, სადაც შედგება ახალი კლიპის გადაღებები, არავინ იცის ეს რომელი სიმღერის კლიპი იქნება.. ბიჭებს თან ახლავთ საიმონ ქოველი (ჟიურის წევრი იქს-ფაქტორიდან) 
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ საიმონი ბიჭებს ასე მალე არ მისცემს საშუალებას დანებდნენ, მიიღონ სიამოვნება იმით, რომ მათ გამოუშვეს პირველი სინგლი, ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია, ახლა რომ მოეშვან, მათი რეიტინგი დაეცემა, სწორედ ახლა მოელის ხალხი მათგან რაიმე ახალს.. წარმატებით ტკბობა არაა საკმარისი, ხალხს რაღაც ახალი უნდა.. სწორედ ამიტომაც, იგი ამერიკაში დაუკავშირდა სხვადასხვა პროდუსერებს, ბიჭების შესახვედრად. 
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭები კლიპის ახალ სიმღერაზე მუშაობენ ცნობილ კომპოზიტორებთან ერთად. ერთერთია Ed Sheeran .. 
საიმონს ასევე უერთდება ახლანდელი იქს-ფაქტორის ჟიური კელი როულანდი, რომელმაც ბიჭებს მისი საყვარელი პროდიუსერი Alex Gaudino დაუქირავა.. 
როგორც ვხედავთ, ჟიურის წევრები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ One Direction- ს, რადგან მათი აზრით, ბიჭები უზარმაზარ წარმატებას მიაღწევენ თავიანთი მომხიბვლელობით და ვოკალით და დაიპყრობენ მთელი მსოფლიოს გოგონების გულებს...


*ნახეთ საკმაოდ ვრცელი ვიდეო, სადაც ბიჭები პასუხობენ თვითერის და ფეისბუქის კითხვებს.. აი კითხვები: 
აპირებენ თუ არა 2012 წელს ტურის ჩატარებას? 
რას ფიქრობენ წლევანდელ იქს-ფაქტორზე? (აფიქსირებენ საკუთარ აზრებს თუ ვინ გაიმარჯვებს, ყველა სხვადასხვას : D ) 
არის თუ არა ჰარის თმა ყოველთვის ასეთი ხვეული და საყვარელი? 
რა გააკეთეს პირველად, როდესაც ავსტრალიაში ჩაფრინდნენ? 
ჰარის ეკითხებიან: ყველაზე უცნაური რომელი ფანი შეხვედრია მას? 
დაასახელეთ მხოლოდ ერთი ადგილი სადაც იმოგზაურებდით. 
ვისთად ჩაწერდით დუეტს? (თურმე ჰარი ადელთან დუეტის ჩაწერას ისურვებდა, ზეინი ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ლუისი რობი უილიამსთან, ლიამი ნაიალ ჰორანთან) 
ვიდეოს მეორე ნაწილში არის მათი ინტერვიუ This Morning -ზე, სადაც საუბრობენ საიმონ ქოველზე, მათ ახალ წიგნზე, სინგლზე და სხვა...
 

 

*როგორც ვიცით, ბიჭები მიწვეულნი იყვნენ Red Or Black - ზე, სადაც იმღერეს კიდეც მათი ახალი სიმღერა. ახლა კი იხილეთ კულისებს მიღმა გადაღებული ვიდეო, რომელიც შოუს მერე ჩაწერეს.. როგორც ყოველთვის, ამ ვიდეოშიც პასუხობენ ფანების მიერ გაგზავნილ კითხვებს.. 

 

 
*ბიჭები 9 ოქტომბერს მიიწვიეს RADIO 1′S TEEN AWARDS - ზე, რითიც ძალიან გახარებულები არიან, ერთი სული აქვთ როდის მოვა 9 ოქტომბერი.. ასევე ცნობილი გახდა რომ RADIO 1′S TEEN AWARDS -ზე მიწვეულნი იქნებიან ასევე Joe Jonas , Cher Lloyd , და Pixie Lott. 

 
*როგორც ვიცით, როდესაც ბიჭები იქს-ფაქტორში ცალცალკე იღებდნენ მონაწილეობას, უეცრად, ჟიურმა გადაწყვიტა სცენაზე აეყვანა ეს 5 ბიჭი ერთად.. ბიჭებმა სულ პირველად იფიქრეს, რომ სწორედ ისინი იყვნენ აუთსაიდერები და ეგონათ, რომ დატოვებდნენ იქს-ფაქტორს.. 
მაგრამ.. ჟიურის ერთერთმა წევრმა - NICOLE SCHERZINGER - მა მათ ურჩია რომ ერთად ჩამოეყალიბებინათ ბენდი.. მისი აზრით, ისინი ასე უფრო მიაღწევდნენ წარმატებას.. ბიჭებს ეს უზომოდ გაუხარდათ, და იმწამსვე დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას.. 
ახლა, უკვე, როდესაც ბიჭები ძალიან პოპულარულები გახდნენ, ასე უცებ გამოუშვეს მათი პირველი სინგლი, კლიპი და წიგნი, ნიკოლმა კომენტარი გააკეთა მის იდეაზე.. 
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა ასე უცებ ასე უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს, დაუჯერებელია მათი მონდომება... სწორედ ამიტომაც, მე ვამაყობ ჩემი იდეით, და ბოლოს გადაწყვეტილებით, რომ ბიჭებს ვურჩიე შეექმნათ ჯგუფი.. მე თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ისინი მხოლოდ ერთად თუ იქნებოდნენ რაღაც განსაკუთრებულები.. მთლიანად ჯგუფი ამჟამად არის მსოფლიოს აღმოჩენა, მათ აქვთ შესანიშნავი ვოკალური მონაცემები, მე უკვე მათი ფანი ვარ.. სწორედ ამიტომაც ვარ ამაყი ჩემი გადაწყვეტილების.." 


*ისევ კითხვებიი.. ისევ პასუხებიიი  … რა გაიფიქრეს მათი პირველი შეხვედრისას ერთმანეთზე? თუ მოსწონთ და ყველაზე მეტად რა მოსწონთ ერთმანეთთან მუშაობაში ყოველ დღე? რომელია მათი საყვარელი სიმღერა? და სხვა.... სწორედ ესაა ის კითხვები რომელზეც ამჯერად, ამ ვიდეოში უპასუხეს ბიჭებმა.. 

Not supported video service. Please use YouTube.com for your video files. 

*როგორც წინა ნიუსში ვახსენე, საიმონ ქოველმა ბიჭებს ცალცალკე ბინები გამოუყო, ჰარისა და ლუისის გარდა (ისინი ერთად ცხოვრობენ) და ისიც ვთქვი რომ სახლში მათ აქვთ სპორტული დარბაზი და კინოს ოთახი.. ინტერნეტში ახლახან გამოჩნდა მათი სახლის ოთახების სურათები: 
 
 
 
 
 

 
*იქს-ფაქტორის ჯგუფმა One Direction ილაპარაკეს ჯგუფის დაშლაზე, მათ ახალ სიმღერებზე, რომელიც ალბომში შევა და სხვა... 

ლიამი: ჩვენს მომავალში მე ვერ ვხედავ ჯგუფის დაშლას.. ჩვენ ისე დავმეგობრდით, რომ აზრადაც კი არ მოგვივა უახლოესი 20 წლის განმავლობაში ჯგუფის დაშლა.. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, უერთმანეთოდ ვერ წარმოგვიდგენია ვერაფერი" 
ნაიალი: „ ჯგუფის თითოეულ მონაწილეს გვაქვს სხვადასხვა სტილი და გემოვნება მუსიკაში, როდესაც ყველას რაიმე ერთი მოგვეწონება, ეს იმას ნიშნავს რომ ეს სიმღერა მართლაც რომ ძალიან მაგარია." 

ჯგუფი ამჟამად დაკავებულია ალბომის შექმნასა და სიმღერების ჩაწერით.. 
ალბომში შესული სიმღერების ავტორები იქნებიან Ed Sheeran და Tom Fletcher McFly - დან!!! 
„ჩვენ ამჟამად არ შეგვიძლია ედის დაწერილი სიმღერის შესახებ ბევრი ვთქვათ, მხოლოდ ის რომ სიმღერა ძალიან განსხვავებულია, არ არის ისეთი, როგორსაც თვენ ჩვენგან მოელით, არის რაღაც ახალი.. ედი ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ უკვე დავმეგობრდით" - ამბობს ჰარი.. 
ზეინმა დაამატა ტომის სიმღერაზე: „ტომის დაწერილი სიმღერა მე ძალიან ძალიან მომწონს, ვისაც ეს სიმღერა ვუმღერეთ, ყველა გვეუბნება, რომ სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენი შემდეგი სინგლი." 
ნაიალი: „ ჯგუფის თითოეულ მონაწილეს გვაქვს სხვადასხვა სტილი და გემოვნება მუსიკაში, როდესაც ყველას რაიმე ერთი მოგვეწონება, ეს იმას ნიშნავს რომ ეს სიმღერა მართლაც რომ ძალიან მაგარია." 


 
*ლიამმა შესანიშნავი დრო გაატარა თავის შეყვარებულთან Danielle Peazer - თან ერთად. ისინი წავიდნენ გოლფ-კლუბში. 
ეს ცნობა იმითაა დამტკიცებული, რომ დენიელმა თვითერზე ლიამის ფოტო ატვირთა. 
და ასევე დაწერა, რომ იმ დღეს დენიელმა პირველად ითამაშა გოლფი და ძალაინ მოეწონა...
 
 

ვინ არის ლიამის შეყვარებული??? 
ლიამის ახლანდელი შეყვარებული Danielle Peazer არის ბექ მოცეკვავე ჯგუფისა The Saturdays და ასევე Pixie Lott - ის.. რომელმაც წინა კვირას Red Or Black - ზე იმღერა One Direcrion ის შემდეგ, სადაც დენიელიც ცეკვავდა..
 
 

კატეგორია: news | ნანახია: 1351 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

calendari

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024

Create a free website with uCoz