ცნობილმა საიტმა hollywoodlife.com გამოაქვეყნა კრიტიკოსების აზრი სელენა გომეზის ახალ ფილმზე
"Monte Carlo" და გამოთქვა ვარაუდი
სელენას მომავალი კარიერის შესახებ.სელენა გომეზი რომლემაც უდიდეს წარმატებას მიაღწია დისნეიში, 4 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის მთავარი გმირი, გამოუშვა 3 სოლო ალბომი და ტანსაცმლის ხაზი. მაგრამ მას არ შეუძლია მუდმივად ამ ეპოქაში ჩარჩენა და საბავშვო ბაზრის შენარჩუნება. მაგრამ "შეჭრა” ჰოლივუდში, სერიოზული და პერსპექტიული მსახიობის სახელით არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგანაც
კიტიკოსებმა არც თუ ისე კარგი გამოხმაურება მისცეს მის პირველ სერიოზულ პროექტ "მონტე კარლოს” სადაც Gossip Girl-ის მსახიობებთან ლეიტონ მისტერ და კეტი კასიდისთან ერთად ითამაშა.
"გომეზი საკმაოდ საყვარელია მაგრამ, ზედმეტად რბილია ძლიერი და მრავალფეროვანი ხასიათის პერსონაჟების თამაშისთვის. გამონაკლისი იყო რამოდენიმე სცენა სადაც კორდილიას ცივი და საზიზღარი მხარე იყო წარმოჩენილი”-წერს კრიტიკოსი ნიკ სქაგერი სელენას შესრულებაზე. შესაძლოა ეს ზედმეტად მკაცრი ნათქვამია რომანტიული კომედიისთვის, მაგრამ ეს არაა ერთადერთი ცუდი გამოხმაურება.
ჯეიკ კოილი წერს
"გომეზი ცდილობს ერთდროულად სერიოზულიც იყოს და ნაზიც, ის ვერ აკონტროლებს ეკრანს. ფაქტურად ეს მისი პირველი თითქმის-სერიოზული ფილმია და იგრძნობა ზედმეტი "გაჭიმულობა”.”კრიტიკოსი როჯერ ელბერტი კი ფიქრობს, რომ
"ფილმი ცოცხალია, ნათელი, არის ბევრი ადგილი და მოქმედება. ეს ისეთი ფილმია რომელსაც მხოლოდ კატის ყურადღების მიქცევა შეუძლია ცოტახნით.”რა თქმა უნდა "მონტე კარლო” ოსკარს ვერ აიღებს მაგრამ არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს სელენას კარიერის დასასრულია. მაგალითად ჰილარის დაფის დისნეის ნამუშევრებს კიცხავდნენ, ის კი ახლაც მყარად დგას კონო-სამყაროში.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში სელენამ უფორ ჭკკვიანურად უნდა დაიწყოს პროექტების არჩევა. ამ მომენტში მისთვის უფრო მომგებიანი სერიალებში თამაშია, რადგანაც თუ ის გააგრძელებს მხატვრული ფილმების გადაღებას რომლებიც ვერ აანაზღაურებენ ბიუჯეტს და ჩავარდებიან სელენას პოპულარობა და აქციები დაეცემიან სულ დალა და დაბლა.
ამ ყველაფერმა გვიჩვენა რამდენად ჭკვიანი აღმოჩნდა მაილი საირუსი ბიზნესში და როგორ ააწყო უფრო წარმატებული კარიერა ვიდრე ჰანა მონტანას დროს. მაილიმს სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა უარი განაცხადა კეთილ მაგრამ დაბალხარისხიან საბავშვო ფილმებზე და გახდა "მოუთვინიერებელი” როკ-ვარსკვლავი. ეს დაეხმარა აუდიტორიას დისტანციის აღაირებაში ჰანასა და მაილის შორის.
მაგრამ ეჭვი გვეპარება სელენამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. მას ზედმეტად ახალგაზრდა ფანები ყავს, მსგავსი გადაწყევტილებით ის დაკარგავს აუდიტორიას. სწორედ ამის გამო მან უნდა მოაწყოს ტური ბენდთან ერთად, რომ შეკრიბოს მსოფლიოს ყურადღება და გააგრძელოს თამაში სერიალებში, სჯობს წამყვანი იყო ასსეტ სერიალებში ვიდრე მეორეხარისხოვანი კომედიების მსახიობი.