ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტს ვფიქრობთ საყვარელი
ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევაზე. ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა
„ნეტავ რა გაუხარდება?"
იმისათვის, რომ საჩუქრის შერჩევის პროცესი გამარტივდეს და
საყვარელი ადამიანის გახარებისთვის ბევრი ფიქრი არ დაგჭირდეთ,
გაითვალისწინეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი. ეს ინფორმაცია ნამდვილად
დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებასა და თქვენი ზრუნვის ობიექტის გულის
მოგებაში.
საჩუქარი ვერძისთვის
ზოგადად, ვერძისთვის შერჩეული საჩუქარი ძვირადღირებული და
მაღალხარისხიანი უნდა იყოს. ვერძები არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც
მხოლოდ თქვენს ყურადღებას დააფასებენ.
მათ
სჭირდებათ რაღაც ისეთი, რითიც დაინახავენ, რომ ნამდვილად გიყვართ და
აფასებთ. მამაკაცი ვერძები აქტიური ადამიანები არიან, ეტრფიან სპორტს და
ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ამიტომ თუ ამ სფეროებთან დაკავშირებულ
აღჭურვილობას აჩუქებთ, ძალიან გაახარებთ. აქვე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს
პროდუქტი პრესტიჟული უნდა იყოს.
ქალბატონი ვერძისთვის კი სასურველია ძვირადღირებული კოსმეტიკა შეარჩიოთ,
რადგან მათ მოსწონთ ყველაფერი, რაც მათ სხეულს და შეგრძნებებს ანებივრებს.
ფერებიდან მისაღებია წითელი და შავი.
საკუთესო საჩუქრებია: კამერა, სპორტული აღჭურვილობა, ძვირადღირებული ფარფიუმერია და ტანისამოსი, ტყავის ქამარი.
საჩუქარი კუროსთვის
კურო საჩუქრებთან დაკავშირებით ძალიან პრეტენზიულია. უმთავრესი
მოთხოვნა საჩუქრის მიმართ - ის უნდა იყოს სიურპრიზი და მიანიჭოს
სიამოვნება. კუროს ეამება ისეთი რამ, რაც მის მიმართ სიყვარულს გამოხატავს.
სახლი კუროსთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია, ამიტომ საჩუქარი, რომელიც
დაამშვენებს მის გარემოს, იდეალურია მისთვის.
კუროს გაახარებთ რომანტიული საჩუქრებით, როგორებიცაა სურნელოვანი
სანთლები და სამკაული. კუროებს სიამოვნებას მიანიჭებთ ასევე გემრიელი
სასუსნავების ჩუქებით.
მაგალითად
დელიკატესებით, შამპანურით, ძვირფასი შოკოლადის ყუთით და ა.შ. თუ
ტანსაცმლის ჩუქებას გადაწყვეტთ, ეცადეთ მწვანე ფერს მიანიჭოთ უპირატესობა.
საუკეთესო საჩუქრები: სამკაული, ძვირფასი ქვები, სურნელოვანი სანთლები,
სახლის დეკორაციის ატრიბუტები, შოკოლადი, ფუმფულა სათამაშოები, შარფი,
ჰალსტუხი.
საჩუქარი ტყუპებისთვის
ტყუპები საკმაოდ პრაქტიკულები არიან. ისინი აფასებენ ყველა ისეთ
საჩუქარს, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ. მათი კომუნიკაბელურობიდან
გამომდინარე, გაახარებთ ისეთი საჩუქრით, როგორიცაა მობილური ტელეფონი.
თუმცა
თუ მობილურის ჩუქებას გადაწყვეტთ, ეცადეთ ის რომელიმე ცნობილი ბრენდის
ბოლო მოდელი იყოს. თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, მაშინ თქვენი
ტყუპებისთვის რამე ინტელექტუალური შეარჩიეთ. მაგალითად, წიგნი.
მათი სიამოვნება შეგიძიათ ყვითელი, ნარინჯისფერი და იასამნისფერი ნივთებით.
საუკეთესო საჩუქრებია: CD პლეერი, კომპიუტერი, ლეპტოპი, DVD პლეერი,
მობილური ტელეფონი, საოფისე აღჭურვილობა, ვებ-კამერა, ყურსასმენები
მიკროფონით, სათამაშო მოწყობილობები.
საჩუქარი კირჩხიბისთვის
კირჩხიბისთვის საჩუქრის არჩევისას ერთი რამ კარგად გახსოვდეთ - მას
გაახარებთ ისეთი საჩუქრით, რაც ხმამაღლა უნატრია. ამიტომ კარგად მოუსმინეთ
მის სურვილებს. ამით კირჩხიბი დარწმუნდება, რომ თქვენთვის ძვირფასია და
ნამდვილად ზრუნავთ მასზე.
რაც
არ უნდა აჩუქოთ, დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერი საჩუქარი მას დიდი
სიამოვნებას მიანიჭებს. მიზეზად ისიც კმარა, რომ ის თქვენგანაა. მაგალითად
თუ თქვენ მას სამაჯურს აჩუქებთ, რომელიც არცთუ ისე აღაფრთოვანებს, მაინც
დიდი სიამოვნებით და სიამაყით ატარებს, როგორც მისდამი სიყვარულის
დამადასტურებელ ნიშანს.
რეკომენდირებულია ასევე ოკულტურ და სპირიტუალურ სფეროებთან დაკავშირებული ნივთების ჩუქება.
რეკომენდირებული ფერებია ცისფერი და ლურჯი.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: ნახატი, ფუმფულა ჩუსტები, წიგნი
თემაზე „როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი", ხატი, ბრელოკი, მედიტაციის
მუსიკის CD.
საჩუქარი ლომისთვის
ლომი გიჟდება საჩუქრებზე. თუმცა მათ საჩუქარზე მეტად ის უფრო ახარებთ,
რომ მასზე ფიქრობთ. თუ მაინც არჩევანის წინაშე დგახართ, რა აჩუქოთ თქვენს
ლომს, შეარჩიეთ რამე ისეთი, რითიც იამაყებენ. მაგალითად მობილური ტელეფონი,
სასაცილო მაისური ან საყვარელი ცხოველი.
ფერებიდან აქცენტი ნარინჯისფერ-წითელ ტონებზე გაამახვილეთ.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: საყვარელი შემსრულებლის CD,
კონცერტის ბილეთი, ტექნიკა, სასაცილო ტანსაცმელი, ინტერიერის
გასალამაზებელი ნივთები, ცხოველი, თქვენ მიერ გაკეთებული ნებისმიერი ნივთი
(მაგალითად მოქსოვილი სამაჯური).
საჩუქარი ქალწულისთვის
ქალწულებთან ცოტა რთულადაა საქმე. ქალწულები ძალიან მომთხოვნები არიან
და თითქმის ყოველთვის შეუძლიათ მონახონ საკრიტიკო დეტალი. მათი
გადმოსახედიდან, საჩუქარი პირველ როგში თქვენ და თქვენს ხასიათს აჩვენებს
და მეორე, საჩუქარი გამოხატავს იმას, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს
ქალწულს.
ამ ნიშნით დაბადებულთათვის დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ,
სანამ აღფრთოვანდებით შერჩეული საჩუქრით, კარგად დაფიქრდით მის ხარისხზე.
გახსოვდეთ, ხარისხი მათთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანია.
თუმცა
ნუ შეშინდებით, საქმე ასე რთულადაც არაა. მათ უყვართ საჩუქრები და
აბედნიერებთ ის ფაქტი, რომ მათზე ფიქრობთ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ
ყველაზე მთავარი - მათ პრაქტიკული საჩუქრები ურჩევიათ. შესაძლოა ქალწულის
გახარება ცოტა ძვირი დაგიჯდეთ, მაგრამ ამის შემდეგ საჩუქარიც და თქვენც
მათთვის ძალიან ძვირფასები იქნებით.
ფერებიდან კარგია წითელ-იასამნისფერი.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: წიგნაკი, ტანსაცმელი, ყელსახვევი, კოსმეტიკა, სამკაული და აქსესუარები.
საჩუქარი სასწორისთვის
სასწორს უმჯობესია რამე ისეთი უყიდოთ, რაც იცით, რომ მოსწონს. სასწორებს
არ უყვართ თამაში და თავის მოჩვენება, ამიტომ ჰალტუხი, რომელიც მას არ
მოეწონება, ერთ დღესაც კი არ ატარებს მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი გული
გაახაროს.
ნებისმერი
რამ, რაც ძვირფასი, ელეგანტური და კლასიკურია, ყველაფერი მოეწონება
სასწორს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ნიშნით დაბადებულები საკმაოდ
გურმანები არიან, ამიტომ საჩუქრის შერჩევისას გემრიელი სასუსნავები,
ტკბილეული, ეგზოტიკური საჭმელები და ძვირფასი სასმელი არ დაგავიწყდეთ.
ფერებიდან კარგია ცისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: შამპანური, ძვირფასი პარფიუმერია/კოსმეტიკა, ტანსაცმელი, მასაჟის ზეთი.
საჩუქარი მორიელისთვის
მორიელები საკმაოდ პრეტენზიულები არიან. ამიტომ, უმჯობესია, წინასწარ
იცოდეთ რა მიანიჭებს მას კმაყოფილებას. თუ გსურთ, რომ კრიტიკის ქარცეცხლში
არ მოხვდეთ, შეარჩიეთ ძვირადღირებული საჩუქარი ან რამე ისეთი, რაც მათ
ინტელექტს შეეფერება.
გახსოვდეთ ერთი დეტალიც - მორიელებს უყვართ საჩუქრების მიღება ისეთ
გარემოში, სადაც ბევრი ხალხია და მათი დაფასების სცენას ყველა ხედავს. ნუ
გაწირავთ თავს და ნუ შესთავაზებთ მორიელებს ფუმფულა დათუნიებს, ჭრელ
ბარათებს ან ბრელოკებს, მათ ძვირფასი, ძვირადღირებული ნივთები უყვართ.
ფერებიდან არჩევანი გააკეთეთ მუქ წითელზე ან იასამნისფერზე.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: ძალიან ძვირფასი სუნამო, იშვიათი
მუსიკალური ნამუშევრებით დაკომპლექტებული აუდიო CD, არომათერაპიის
საშუალებები, სექსუალური ტანსაცმელი.
საჩუქარი მშვილდოსანისთვის
მშვილდოსანს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციები. ამიტომ, ეცადეთ
მას უცხო ქვეყანაში სამოგზაურო ბილეთები, სამგზავრო ბარათები ან ფართის
მოსაწვევი აჩუქოთ.
ფერებიდან კარგია წითელი და ყავისფერი. სხვა ნიშნების მსგავსად, მშვილდოსნებსაც უყვართ, როცა მათზე ფიქრობენ.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: უცხოეთში სამოგზაურო ბილეთი, მთების
დასალაშქრად ან სანადიროდ საჭირო მოწყობილობები, სამოგზაურო წიგნი,
სიურპრიზები (სასაცილო ფინჯანი ან მაისური უცნაური ტექსტებით).
საჩუქარი თხის რქასთვის
თხის რქებს უყვართ მაღალი ხარისხის საჩუქრების მიღება. მათთვის შეარჩიეთ
ცნობილი, პრესტიჟული ბრენდის ნივთები. თხის რქები არ აფასებენ ისეთ
ნივთებს, რომლებიც მათ პიროვნებას, სტილს ან გემოვნებას არ შეესაბამება.
საუკეთესო ფერებია მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, შავი და ვერცხლისფერი.
შესაძლო საჩუქრების ჩამონათვალი: ოქროს საათი, დიზაინერის მიერ შეკერილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტყავის ჩანთა, ელექტრო-ტექნიკა.
საჩუქარი მერწყულისთვის
მერწყულები ნამდვილად არ არიან წუნიები და პრეტენზიულები. ყველაფერი
ინოვაციური, სასაცილო ან ექსცენტრიული იდეალური იქნება მათთვის. თუ გსურთ,
რომ მართლა გაახაროთ მერწყულები, აჩუქეთ რამე ისეთი, რაც მათ ფანტაზიებს
მეტ გასაქანს მისცემს.
ფერებიდან კარგია ღია ლურჯი და ნარინჯისფერი.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: ცხოველი, სამოგზაურო ბარათი მთაში, სასაცილო მაისური, კონცერტის ბილეთი, ორიგინალური ტანსაცმელი.
საჩუქარი თევზებისთვის
თევზები აფასებენ ისტორიას, ფსიქოლოგიას და ხელოვნებას. მათ ცხოვრებაში
ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუსიკა, ასე რომ შეარჩიეთ მათი
საყვარელი მუსიკით დაკომპექტებული CD.
თევზებს უყვარს ეგზოტიკური ნივთები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს
შორეულ, უცხო ადგილებში მოგზაურობაზე იოცნებოს. ქალი-თევზები რომანტიული
ადამიანები არიან, ამიტომ სანთლები, ფუმფულა დათუნიები, შოკოლადები და
ყვავილები მათთვის მშვენიერი საჩუქრებია.
მათ
ასევე უყვართ ისეთი ძვირფასი ნივთები და სამკაულები, რითიც თავს
გამორჩეულად იგრძნობენ. თევზი-მამაკაცებისთვის კი შეგიძლიათ ძვირფასი
სუნამო ან ოკულტური ნაკეთობა შეარჩიოთ (სამაჯური, კულონი).
რეკომენდირებული ფერებია ღია ლურჯი, მწვანე, ღია ყავისფერი ან იასამნისფერი.
საუკეთესო საჩუქრების ჩამონათვალი: საყვარელი მუსიკის CD, არომათერაპიის
საშუალებები, ძვირფასი სუნამო, ფსიქოლოგიის ან სამოგზაურო წიგნი,
ინტერიერის მოსაწყობი ნივთები, სამკაული.
|