საიტის მენიუ
clock
|
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10 » sazapxulo rchevebi<3
5:46 PM sazapxulo rchevebi<3 |
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად აქტიური სამზადისი იწყება.ყველა ქალი საგანგებოდ
ემზადება ზაფხულისთვის, არჩევს სამოსს, აქსესუარებს, ვარცხნილობას, აკონტროლებს წონას, უვლის სხეულს,
თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს ყველა არ ითვალისწინებს.თუ სად და როგორ გავირუჯოთ.
ეს, ერთი შეხედვით სასიამოვნო პროცესი კანისთვის საზიანოდ რომ არ გადაგვექცეს, მზის აბაზანის მიღებისას
შესაბამისი წესები უნდა დავიცვათ.
რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?
1.აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც ყველა კანისთვის
ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მზისგან დამცავი საცხი წაისვით სანაპიროზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე.
2. გარუჯვისათვის საუკეთესო დრო დილის 9-დან 11 საათამდეა და მიზანშეწონილი არ არის
12-დან 16 საათამდე,როდესაც მზე განსაკუთრებული სიძლიერით ზემოქმედებს კანზე
3.კანის დასაცავად და მის დასარბილებლად არ შეიძლება მინერალური ცხიმების გამოყენება - ვაზელინი, გლიცერინი.
ამ დროს კანზე წარმოიქმნება წვეთები, რომლებიც პატარა შემკრები ლინზების ეფექტს ქმნიან, რამაც შესაძლოა
დამწვრობა გამოიწვიოს
4.გარუჯვის წინ სასარგებლოა ცოტაოდენი მარილიანი საკვების მიღება, ცივი ჩაის დალევა
5.გარუჯვის დროს არ მოიკლათ წყურვილი ცივი სასმელებით, არ მიიღოთ ალკოჰოლი
6.ატარეთ მზის სათვალე, ქუდი ან თხელი თავსაბურავი
7.ნუ იბანავებთ ზღვაში თმაგაშლილი - თმა შეიკარით და სარჭით დაიმაგრეთ.
8.ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ თმაზე სუფთა წყალი.
9.გარუჯვის წინ ტუჩებზე წაისვით ჰიგიენური პომადა (ვაზელინის გარეშე).
10.არ შეიძლება გარუჯვა უზმოზე და საკვების მიღებისთანავე, უმჯობესია - ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ
11.გარუჯვის წინ მიზანშეწონილი არ არის ტანის საპნით დაბანა, ლოსიონების, ოდეკოლონების,
ტუალეტის წყლის შეზელა. საპონი შლის კანის დამცავ საფარს და იწვევს მის გაუცხიმოვნებას. ლოსიონი,
ტუალეტის წყალი იწვევს ულტრაიისფერი სხივებისადმი კანის მგრძნობელობის მატებას, რის შედეგადაც
შესაძლებელია კანზე ყავისფერი ლაქების წარმოქმნა.
12.ვიზრუნოთ თმაზე
ზაფხულის დასაწყისიდანვე იზრუნეთ თმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მზისა და ზღვის წყლისგან დაზიანებული
თმა შემოდგომაზე შესაჭრელი გაგიხდებათ. ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად მზისგან დამცავი ფაქტორის
შემცველი უნდა გამოიყენოთ, ბალზამიც ასეთივე უნდა იხმაროთ და თმისთვის განკუთვნილი ყველა დანარჩენი
საშუალებაც
13.და ბოლოს მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე,ხილი და ბოსტნეული
|
კატეგორია: სხვა |
ნანახია: 1480 |
დაამატა: qeta
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
calendari
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 14 სტუმარი: 14 მომხმარებელი: 0
|